გაზეთ „ივერიას“ პირველი ნომრის გამოცემიდან 135 წლის იუბილეს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი გაზეთის უძველესი ნომრებისა და გამოცემასთან დაკავშირებული ისტორიული დოკუმენტების მიმოხილვას უძღვნის.
გაზეთი „ივერია“ ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა იყო, რომელიც გამოდიოდა თბილისში 1877 წლიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან კი ისევ გაზეთად, უკვე ყოველდღიურად.
გაზეთის ნომრებთან ერთად, ეროვნულ არქივში დაცულია გამოცემის დაფუძნებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, ინფორმაცია მისი მიმართულებებისა და სარედაქციო ცვლილებების შესახებ, გაზეთში სტატიების გარკვეული დაბეჭდვის აკრძალვის შესახებ კავკასიის ცენზურის კომიტეტის გადაწყვეტილებები და სხვ.
გამოცემის დამაარსებელი, გამომცემელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე იყო. 1881 წელს „დროებისა“ და „ივერიის“ რედაქციების გაერთიანებისას მისი თანარედაქტორი იყო სერგეი მესხი. 1882-1884 წლებში „ივერიას“ რედაქტორობდა ივანე მაჩაბელი. 1901-1903 წლებში ალექსანდრე სარაჯიშვილი, 1903-1905 წლებში გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე (1906 წლის 27 აგვისტო) ფილიპე გოგიჩაიშვილი.
„ივერია“ თემატურად მრავალფეროვანი იყო, რაც განსაზღვრა ქართველი ხალხის ეროვნულმა, სოციალ-ეკონომიკურმა და კულტურულმა ვითარებამ და რედაქტორისა და მისი თანამშრომლების განმანათლებელმა იდეებმა. გაზეთი აშუქებდა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებში ისტორიის, ენათმეცნიერების, ეთნოგრაფიის, გეოგრაფიის, სოციოლოგიის საკითხებს და სხვა. ილია ჭავჭავაძემ დანერგა პუბლიცისტური ჟანრი „შინაური მიმოხილვა“, რომელიც ვრცლად და ფართოდ ასახავდა ხალხისა და ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების მთავარ და საარსებო პრობლემებს, მათი გადაჭრის გზებს. დიდი ადგილი ეთმობოდა სახალხო განათლების საკითხებს, სკოლას, მასწავლებლებს, მთავრობის პოლიტიკას განათლების დარგში და აღზრდის სისტემას. „ივერიამ“ განსაკუთრებული როლი შეასრულა ქართული მწერლობის განვითარების საქმეში. გამოცემასთან თანამშრომლობდნენ აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, ნიკო ლომოური, ეკატერინე გაბაშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, სტეფანე ჭრელაშვილი, და სხვა.
გაზეთის კორესპონდენტები იყვნენ: ალექსანდრე ყიფშიძე, ალექსანდრე ნანეიშვილი, გიორგი ლასხიშვილი, იაკობ მანსვეტაშვილი და სხვები.