ოქტომბერი 548
en

„ქართული ხელნაწერები და ისტორიული საბუთები“ – ეროვნული არქივის ახალი გამოცემა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა საზოგადოებას ახალი გამოცემა წარუდგინა. წიგნი  „ქართული ხელნაწერები და ისტორიული საბუთები“ საარქივო ფონდებში დაცულ ხელნაწერებსა და ისტორიულ საბუთებს აერთიანებს. 

გამოცემაში შეტანილია ეროვნულ არქივში დაცული IX-XIX საუკუნეების ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების მოხატულობები და შემკულობები, გამორჩეული ანდერძ-მინაწერები და ავტოგრაფული ნუსხები, UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანილი ნუსხები, ბოლო ხანებში გამოვლენილი პალიმფსესტები და სხვა სიახლეები, ხელრთვები და ბეჭდები. აღსანიშნავია, რომ არქივში 1000-მდე ხელნაწერი და 15 000-ზე მეტი ისტორიული საბუთი ინახება.

ახალი გამოცემის პრეზენტაცია საგამოფენო პავილიონში გაიმართა. ღონისძიებას სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

წიგნის შეძენა შესაძლებელია ეროვნული არქივის მაღაზიაში მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას #1/პეკინის #40.

რედაქტორ-შემდეგენელი – ქეთევან ასათიანი; რედაქტორები – ნათია დუნდუა, დალი ჩიტუნაშვილი, მანანა ჭუმბურიძე.