მიმდინარე კვირის დოკუმენტად ეროვნული არქივი გთავაზობთ კინოსიუჟეტს, „ბედნიერი ბავშვობა“, ეროვნული არქივის კინოკოლექციიდან. კინოჟურნალი „საბჭოთა საქართველო“ N6, 1936 წელი. „საქკინოქრონიკის“ ნაწარმოები, ოპერატორი: ალექსანდრე აჯიბეგაშვილი.
დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში :https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.
„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.