ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია კოსტიუმების ესკიზები ალექსანდრე კრეინის ბალეტისათვის „ლაურენსია“.
1939 წელი.
მხატვარი: სოლიკო ვირსალაძე. ქაღალდი, ფანქარი, გუაში.
"კვირის დოკუმენტი" ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.
დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.