ოქტომბერი 548
en

კვირის დოკუმენტი - ლადო გუდიაშვილის წერილი

ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტი ლადო გუდიაშვილის მიერ საქართველოს დევნილი მთავრობის წარმომადგენლის, აკაკი ჩხენკელისადმი გაგზავნილი წერილია.

"გაცნობებთ, რომ ვერ მოვითმინე და ვირთამ ცოლს და მგონებ რომ უკეთ წამივა ჩემი ხელოვნების საქმე", წერს მხატვარი.

წერილი პარიზში, 1925 წლის მარტშია დაწერილი. 29 წლის ქართველი მხატვარი ცოლად ფრანგ მწერალ ქალს - ჟანა ჟოფრეს ირთავს. ამ ყველაფრის ფონი კი მხატვრის შემოქმედებითი აღმავლობაა: პარიზში იმართება ლადო გუდიაშვილის პერსონალური გამოფენა, გამოდის წიგნი მისი შემოქმედებით, მისი ნამუშევრებით ინტერესდებიან კერძო კოლექციონერები თუ მუზეუმები.

„თუმცა კი მოგეხსენებათ მარტოხელა კაცის ცხოვრება თუ რა ძნელია, ამიტომ [როგორ] მოხვდა მე თითონაც ვერ გავიგე ეს აქტი გაცოლიანებისა“ - წერს ლადო გუდიაშვილი.

დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.