ოქტომბერი 548
en

პროფესიული სწავლების ცენტრის “სპექტრი” კურსდამთავრებულებმა ეროვნულ არქივში პრაქტიკა დაასრულეს

თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის “სპექტრი” სტუდენტებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში პრაქტიკა დაასრულეს.
სემინარის ბოლოს სტუდენტები გაეცნენ ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცულ უნიკალურ საბუთებს, ასევე დაათვალიერეს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის საცავი და დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორია.
მდივან-რეფერენტის სპეციალობის 20 კურსდამთავრებულს, რომელთა შორის არიან დევნილები და უპატრონო ბავშვთა სახლის აღსაზრდელები,  ერთკვირიანი პრაქტიკა უსასყიდლოდ ჩაუტარდათ.
ეროვნული არქივის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებმა სტუდენტებს საქმისწარმოებისა და დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესები გააცნეს. კერძოდ, საქმეთა ნომენკლატურის შედგენისა და საქმეთა ფორმირების; დოკუმენტების აღრიცხვის; საქმეთა გაფორმების წესებისა და სხვა საკითხების შესახებ მსმენელებმა ინფორმაცია როგორც თეორიული, ისე  პრაქტიკულ მეცადინეობების საფუძველზე მიიღეს.