ოქტომბერი 548
en

„რატომ დაეცა თბილისი - უკანასკნელი ბრძოლა თბილისის დაცვისთვის 1921 წლის 24 თებერვალს“ - საჯარო ლექცია ეროვნულ არქივში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა დიმიტრი სილაქაძემ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოდარბაზში წაიკითხა ლექცია თემაზე: „რატომ დაეცა თბილისი - უკანასკნელი ბრძოლა თბილისის დაცვისთვის 1921 წლის 24 თებერვალს“.

ლექცია შეეხებოდა სადისკუსიო საგნად ქცეულ თემებს: რატომ დაეცა თბილისი და რატომ შემოვიდა საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში 1921 წლის 25 თებერვალს, მაშინ, როდესაც 24 თებერვალს ქართველებმა მოწინააღმდეგის თითქმის ყველა შეტევა მოიგერიეს; რატომ მიიღო გენერალმა კვინიტაძემ თბილისის დატოვების გადაწყვეტილება; არსებობდა თუ არა ქალაქის ალყაში მოქცევის რეალური საშიშროება; იყო თუ არა კვინიტაძის გადაწყვეტილება ნაჩქარევი და შეიძლებოდა  თუ არა თბილისთან ბრძოლის გაგრძელება...

დიმიტრი სილაქაძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სტიპენდიანტი. მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე „საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები“. მისი კვლევის ძირითად სფეროებს წარმოადგენს: საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, სამხედრო პრობლემატიკა, კავკასია XX საუკუნის დასაწყისში, უახლესი ისტორიის დიპლომატიკა.