ოქტომბერი 548
en

საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსები ყველა დაინტერესებული პირისათვის

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აცხადებს მიღებას საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსებზე.

საქმისწარმოების სასწავლო კურსზე მსურველთა რეგისტრაცია 29 ოქტომბრამდე მიმდინარეობს, სწავლება კი 2-დან 9 ნოემბრამდე გაიმართება. რაც შეეხება საარქივო საქმის ტრენინგს, რომელიც 9-დან 13 ნოემბრამდე არის დაგეგმილი, მონაწილეთა რეგისტრაცია 5 ნოემბრამდე გრძელდება.

ტრენინგებში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც საშუალება ექნება, გაეცნოს საქმისწარმოების და საარქივო საქმის ფუნქციონირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზას, შეიძინოს თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. 

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც მუშაობს საქმისწარმოების ან საარქივო საქმის სპეციალობით და საჭიროებს ამ საგანში ცოდნის გაღრმავებას, იწყებს სამსახურს ამ დარგში ან უჭირავს მენეჯერის პოზიცია  ნებისმიერ სფეროში და სურს უფრო ღრმად შეისწავლოს ამ სფეროების თავისებურებანი.

ერთი კურსის ღირებულებაა 150 ლარი.

იხილეთ სასწავლო კურსებზე რეგიტრაციის პირობები და სხვა დამატებითი ინფორმაცია: http://www.archives.gov.ge/ge/training.