გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროების, ასევე, მათ დაქვემდებარებაში შემავალი დაწესებულებებისა და ეროვნული მუზეუმის არქივების 25-მა თანამშრომელმა ეროვნულ არქივში ტრენინგი გაიარა.
ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა მათ დღეს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.
მიმდინარე წლის 4-დან 8 მაისამდე გამართულ ტრენინგზე მისი მონაწილეები გაეცნენ საარქივო საქმესა და საქმისწარმოების სფეროში არსებულ ძირითად წესებსა და საკანონმდებლო ნორმატივებს.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივის ფუნქციაში შედის დაწესებულებათა არქივების მუშაობასა და ეროვნულ არქივში ჩასაბარებლად დაწესებულებათა დოკუმენტაციის მომზადებაზე ორგანიზაციულ-მეთოდიკური ხელმძღვანელობა. სწორედ ამიტომ, ეროვნული არქივი სახელმწიფო სამსახურების არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის სემინარებს მუდმივად ატარებს.