ოქტომბერი 548
en

ტაო-კლარჯეთის ფერადი სლაიდები ონლაინ გამოქვეყნდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე ფოტოკოლექცია „ფერადი ტაო-კლარჯეთი“ გამოქვეყნდა.

ონლაინკოლექციაში წარმოდგენილია მიუნხენში მოღვაწე ქართველი ემიგრანტის, ვანო ქიქოძის მიერ 1950-70 წლებში საქართველოს ისტორიულ მხარე ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისას ფერად ფოტოსლაიდებზე გადაღებული ისტორიული ძეგლები: ბანა, ოშკი, ოპიზა, ტბეთი, იშხანი, ხახული, სოლომონისი, თეთრციხე, ქაჯისციხე და სხვა.

ვანო ქიქოძის კოლექცია 1987 წელს საქართველოში მწერალმა, დრამატურგმა, რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა მიუნხენიდან თბილისში ჩამოიტანა და ეროვნულ არქივს გადასცა.

კოლექცია აერთიანებს 550 დიაპოზიტივს და ტაო-კლარჯეთის ქართულ ძეგლებთან ერთად ასახავს ერზრუმის, ანტიოქიის, დიარბექირის, ტრაპიზონისა და თურქეთის სხვა დასახლებების ძეგლებს. „[თურქეთში ექსპედიციებისას] პირველ რიგში მაინტერესებდა ის რაიონები, რომელიც ქართულად ითვლებოდა. მე თავად ვიღებდი. შესაძლოა, არ აქვს შესაფერისი ხარისხი, მაგრამ რაც არის, არის“, - ამბობდა კოლექციის შესახებ ვანო ქიქოძე რეზო თაბუკაშვილის დოკუმენტური ფილმში „მიუნხენიდან საქართველოში“.

კოლექცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/feradi-tao-klarjeti-1.