ოქტომბერი 548
en

ვერცხლისწყლის ჭურჭელი ვახტანგ ჯობაძის არქეოლოგიური კვლევის მასალებიდან - კვირის დოკუმენტი

კვირის დოკუმენტის ფარგლებში ამჯერად ვაქვეყნებთ არქეოლოგიურ მასალას  - ვერცხლისწყლის სატარებელ სფერო-კონუსს _ აღმოჩენილს ისტორიკოსისა და არქეოლოგის, ემიგრანტ ვახტანგ ჯობაძის მიერ 60-იან წლებში ანტიოქიის დასავლეთში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას. ამ დროს მეცნიერულად დაფიქსირდა თურქეთის "ქართული ანტიოქია". 

არქეოლოგიური მასალა დაცულია ეროვნულ არქივის ფონდში „ვახტანგ ჯობაძის არქეოლოგიური კვლევა-ძიების მასალები“.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. 

დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:  http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში :https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia