იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია. სტუმრებმა პავილიონში მიმდინარე გამოფენა, მედიათეკა და წიგნების მაღაზია დაათვალიერეს, ინფორმაცია მიიღეს საგამოფენო პავილიონის კონცეფციისა და აქ მიმდინარე აქტივობების შესახებ.
დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ არქივის სერვისებით, დიგიტალიზაციის პროექტითა და ელექტრონული კატალოგებით.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ყირგიზი სტუმრები იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპებსაც ეწვევიან, დაათვალიერებენ ქვემო ქართლის რეგიონულ არქივს.