რეჟისორ გია ჭუბაბრიას დოკუმენტური ფილმის - „ჟამი შეკრებად ქვათა“ - ციფრულად რესტავრირებულ ვერსიას მაყურებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის „ფეისბუქის“ გვერდზე 29 ივლისს, 17:00 საათზე ონლაინპრემიერის ფორმატში იხილავს.
გია ჭუბაბრიას ფილმი „ჟამი შეკრებად ქვათა“ იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტერს შეეხება და მისი ქრონომეტრაჟი 44 წუთია. ფილმის მაღალი ხარისხით სკანირება და ციფრული რესტავრაცია საქართველოს ეროვნულ არქივში განხორციელდა.
ეროვნული არქივი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე მაყურებელს რესტავრირებული საარქივო ფილმების ჩვენებებს 2 კვირაში ერთხელ სთავაზობს.