სექტემბერი 548₾
en

ვანო სარაჯიშვილის იუბილეს ეროვნული არქივის ვებგვერდზე მულტიმედიური გამოფენა მიეძღვნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა მომღერალ ვანო სარაჯიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი მულტიმედიური ონლაინგამოფენა გამოაქვეყნა. 

მუსიკოსი, ქართული პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი ვანო სარაჯიშვილი 145 წლის წინათ, 1879 წლის 1 მაისს, სიღნაღში დაიბადა. საქართველოს ეროვნული არქივი მისი შემოქმედების ამსახველ მრავალფეროვან და საინტერესო მასალას ინახავს.

ონლაინგამოფენაზე წარმოდგენილია ვანო სარაჯიშვილის მიერ შესრულებული რომანსები, სიმღერები, საკონცერტო აფიშა, კინო და ფოტომასალა.

ონლაინგამოფენა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/vano-sarajishvili-1