ოქტომბერი 548
en

თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2022

 

საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით 2022 წელს დაარსდა თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ყოველწიურად იმართება.

 

ფესტივალის მიზანია საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საარქივო, სამუზეუმო თუ საბიბლიოთეკო კოლექციებში დაცული საარქივო ფილმების ქართველი მაყურებლისათვის წარდგენა.

 

2022 წლის 5-8 ოქტომბერს დაგეგმილი ფესტივალის თემა იყო პირველი საარქივო ფილმები. მასში საქართველოსა და საზღვარგარეთის 12 ქვეყნის 13 დაწესებულება მონაწილეობდა.

 

ფესტივალი ჩატარდა საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში (მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 1/ პეკინის გამზ. #40, თბილისი, საქართველო 0160).